დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი უკრაინაში გაემგზავრა. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.
სტარმერი შეხვედრას გამართავს უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან, რა დროსაც ხელს მოაწერენ „100-წლიანი პარტნიორობის“ შეთანხმებას.
ამასთან, როგორც სტარმერის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ეს არის ისტორიული მნიშვნელობის შეთანხმება, რომელიც გააძლიერებს საზღვაო უსაფრთხოების სფეროში სამხედრო თანამშრომლობას, რათა მოხდეს ბალტიის, შავი და აზოვის ზღვების უსაფრთხოების გაძლიერება და მიმდინარე რუსული აგრესიის შეჩერება.
კომენტარები