„ჰამასმა“ მძევლების გათავისუფლება დაიწყო. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ამოქმედებიდან რამდენიმე საათში, „ჰამასის“ წარმომადგენლებმა „წითელ ჯვარს“ 3 ისრაელელი მძევალი: რომი გონენი, ემილი დამარი და დორონ შტაინბეხერი გადასცეს.
ხანგრძლივი ტყვეობიდან გათავისუფლებული მძევლები საჰაერო ძალების ვერტმფრენით საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მათ სამედიცინო შემოწმება გაიარეს და ოჯახის წევრებს შეხვდნენ.
მხარეთა შეთანხმებით, ყოველი გათავისუფლებული მძევლის სანაცვლოდ, ისრაელმა ციხეებიდან 30 პალესტინელი პატიმარი უნდა გაუშვას.
კომენტარები