ვინც გაბედავს ჩვენი მძევლებისთვის ზიანის მიყენებას, ის გადაიხდის ამის საფასურს, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.
„ეს შეთანხმება, პირველ რიგში, ჩვენი გმირი ჯარისკაცების წყალობით იყო მიღწეული და ასევე, იმ მტკიცე პოზიციის წყალობით, რომელიც დავიკავეთ მოლაპარაკებების დროს. ჩვენ არ მივიღებთ ამ შეთანხმების დარღვევას. დღეს, ჩვენი მძევლების გათავისუფლების დროს ყველამ ვნახეთ შემაძრწუნებელი სცენები. ვინც გაბედავს ჩვენი მძევლებისთვის ზიანის მიყენებას, ის გადაიხდის ამის საფასურს“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
ხან იუნისში მძევლების გადაცემისას ადგილზე დიდი რაოდენობით ხალხი შეიკრიბა, რამაც ქაოსი გამოიწვია. ვითარება განსაკუთრებით მაშინ დაიძაბა, როდესაც 80 წლის ისრაელელი მძევალი შენიშნეს ხალხის მასაში.
კომენტარები