აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა არ უპასუხა კითხვაზე, მოუხდის თუ არა ბოდიშს უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის იმისთვის, რომ მას დიქტატორი უწოდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
„ვფიქრობ, ხვალ დილით ძალიან კარგი შეხვედრა გვექნება [ვოლოდიმირ ზელენსკისთან]. ჩვენ დიდ პატივს ვცემთ ერთმანეთს. მე მას დიდ პატივს ვცემ. ჩვენ მას ბევრი აღჭურვილობა და ბევრი ფული მივეცით, მაგრამ ისინი ძალიან გაბედულად იბრძოდნენ. მართლა იბრძოდნენ“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა ბრიტანეთის პრემიერთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
კომენტარები