ისრაელსა და „ჰამასს“ შორის 19 იანვარს ამოქმედებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირველი ფაზა დღეს სრულდება.
ამასთან, მეორე ფაზის შესახებ მხარეებს მოლაპარაკებები არ უწარმოებიათ. ცნობილია, რომ ისრაელს პირველი ფაზის გახანგრძლივება კიდევ 42 დღით სურდა, მაგრამ „ჰამასი“ ამის წინააღმდეგია.
ისრაელის დელეგაცია კაიროში შუამავლებთან – ეგვიპტესთან, კატარსა და აშშ-ის წარმომადგენლებთან იმყოფებოდა მოლაპარაკებებზე. დელეგაციის დაბრუნების შემდეგ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ უსაფრთხოების სფეროს წარმომადგენლებთან კონსულტაციები გამართა.
შეთანხმების ფარგლებში, რომელმაც 15-თვიანი ომი დაასრულა, 33 ცოცხალი და ხუთი გარდაცვლილი ისრაელელი მძევლის დაბრუნების სანაცვლოდ, ისრაელმა „ჰამასს“ 2 000-მდე პალესტინელი პატიმარი გადასცა.
კომენტარები