ღაზის სექტორში ექიმები საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებენ და დახმარებას ითხოვენ – ადგილობრივი მედიკოსების თქმით, ღაზას სექტორში ბოლო ორი კვირის განმავლობაში გადაციების ფონზე მიღებული დაზიანებების შედეგად 6 ჩვილი გარდაიცვალა.
ინფორმაციას CBC News ავრცელებს.
ჩვილების ოჯახები სახელდახელოდ აგებულ კარვებში, გათბობისა და წყლის გარეშე ცხოვრობენ, ტემპერატურამ კი, ბოლო დღეებში ომისგან განადგურებულ ანკლავში მკვეთრად დაიკლო.
ექიმ საიდ სალაჰის თქმით, ცივმა ამინდმა და ელემანტარული საცხოვრებელი პირობების არარსებობამ დიდწილად ჩვილები დააზარალა. ექვსი ჩვილის სიკვდილიდან ხუთი დაფიქსირდა საავადმყოფოში და ისინი შეადგენდნენ პატარა პაციენტების დაახლოებით 60 პროცენტს, რომლებიც გადაციების გამო, ე.წ. ცივი ტრავმთ მიიღეს.
“ეს ბავშვები თავიანთ ოჯახებთან ერთად ცხოვრობენ ძალიან ცუდ მდგომარეობაში… ისინი ცხოვრობენ კარვებში, სადაც არ არის გათბობის საშუალებები, ელექტროენერგია და საწვავი, ჩვილები იტანჯებიან სიცივით”, – განუცხადა ექიმმა CBC News.