დავაინიცირეთ „ფარა“, სწორედ ისეთი ფორმით, როგორიც არის წარმოდგენილი, მხოლოდ თარგმანი, – განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვლადიმერ ბოჟაძემ,
„იყო გარკვეული ცდომილებები საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობასთან, თუმცა დღეს დაიწყება განხილვები და ყველა შეუსაბამობა საქართველოს კანონმდებლობასთან სრულად აღმოიფხვრევა. მთავარია, რომ „ფარა“ მთელი თავისი რესურსებით, რასაც ეს კანონი განსაზღვრავს, მივიღებთ და კიდევ უფრო დავიცავთ ქვეყანას უცხოელი გავლენებისგან“, – აღნიშნა ვლადიმერ ბოჟაძემ.
პარლამენტი „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე გაცილებით მკაცრ რეგულაციებს იღებს – დეპუტატები იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უცხოურ გავლენასთან ბრძოლისთვის ამერიკულ ფარას ზუსტ ასლს დღეს განიხილავენ.