აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის, ტულსი გაბარდის განცხადებით, უკრაინაში ოპოზიციური პარტიები და მედია იდევნება, ხოლო რელიგიური თავისუფლება იზღუდება.
„ჩვენ ვსაუბრობთ ბევრ ევროპულ ქვეყანაზე, მათ შორის თავად ზელენსკიზე, რომლებიც ამბობენ, რომ თავისუფლებისთვის და დემოკრატიისთვის იბრძვიან. მაგრამ, თუ ჩვენ ამ ქვეყნებში არსებულ რეალურ სიტუაციას და უკრაინაში ზელენსკის მთავრობის მოქმედებებს შევხედავთ, ვნახავთ, რომ საპირისპირო ხდება. უკრაინაში არჩევნები გაუქმებულია, პოლიტიკური პარტიები ზეწოლის ქვეშ არიან, იკრძალებიან, ხოლო მათ ლიდერებს ციხეში სვამენ. აღმსარებლობის თავისუფლება იზღუდება, ეკლესიები იხურება. პოლიტიკური ოპოზიცია იხშობა, ხოლო მასმედია სახელმწიფოს მიერ კონტროლდება. შეიძლება მრავალი მაგალითის ჩამოთვლა, რომელიც დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლების პრინციპებს ეწინააღმდეგება“, – თქვა გაბარდმა.
ის ასევე გამოეხმაურა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის ევროპის მიმართ კრიტიკულ გამოსვლას მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე თებერვალში.
„ამიტომ, ჩნდება კითხვა, როგორც ვიცე-პრეზიდენტმა ვენსმა მიუნხენში აღნიშნა: ისინი მართლაც ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ გამოდიან – ეს ნათელია. მაგრამ, სინამდვილეში, რისთვის იბრძვიან ისინი? და მართლა შეესაბამება თუ არა მათი ღირებულებები იმას, რაც, როგორც ისინი ამბობენ, ემთხვევა ჩვენსას? ემთხვევა თუ არა ისინი იმ პრინციპებს, რასაც მხარს უჭერენ პრეზიდენტი ტრამპი და ვიცე-პრეზიდენტი ვენსი – თავისუფლების, მშვიდობისა და ჭეშმარიტი უსაფრთხოების პრინციპებს?“, – დასძინა გაბარდმა.