ცნობილი შვეიცარიელი ალპინისტი უელი სტეკი ევერესტზე აკლიმატიზაციის დროს დაიღუპა. ცხედარი ევერესტზე იპოვეს და ვერტმფრენით ნეპალის დედაქალაქ კატმანდუში გადაიყვანეს.
ალპინისტი მწვერვალებზე ასვლის ზებუნებრივი სიჩქარით იყო ცნობილი, რის გამოც, მას „შვეიცარული მანქანა“ შეარქვეს.
გასულ წელს ევერესტზე ასვლის მცდელობისას 5 ალპინისტი დაიღუპა.
კომენტარები