ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ევროპას მოსალოდნელი ტერაქტების შესახებ აფრთხილებს.
უწყებამ სიფრთხილისკენ საკუთარ მოქალაქეებსაც მოუწოდა. უწყებამ მათ საფრანგეთში, რუსეთში, შვედეთსა და დიდი ბრიტანეთში ტერაქტები შეახსენა.
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ისლამურ სახელმწიფოს და ალ ქაიდას ტერაქტების მოწყობა ისევ შეუძლიათ და სავარაუდო სამიზნეები აერპორტები, სასტუმროები, სავაჭრო ცენტრები, რესტორნები, კლუბები და ტაძრებია.
კომენტარები