25 აპრილს ქუთაისში წვიმაა მოსალოდნელი. დღისით +24 და ღამით +12 გრადუსი იქნება.
წვიმიანი ამინდია ოზურგეთშიც, სადაც დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12. ბათუმში იწვიმებს, დღისით ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.
წვიმიანი ამინდია ფოთში. დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია მოსალოდნელი.
იწვიმებს ზუგდიდში, სადაც დღისით ტემპერატურა +24, ღამით კი +12 გრადუსია ნავარაუდევი.
წვიმიანი დღეა დღეა სოხუმშიც. +18 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაშიც წვიმაა ნავარაუდევი, დღისით +14 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც იწვიმებს, ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.
წვიმიანი ამინდია ჭიათურაშიც, დღისით +23 გრადუსი, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +4 გრადუსი იქნება.
ბორჯომშიც იწვიმებს, +20 იქნება დღისით, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით 1 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექს ელოდებიან გორშიც, დღისით +20 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა იქნება ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა +18 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურშიც წვიმა იქნება, დღის განმავლობაში +11 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა 2 გრადუსი იქნება.
ომალოშიც წვიმიანი ამინდი იქნება, დღისით +12, ღამით კი 3 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხშიც წვიმას ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +22 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება თელავშიც, +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია ნავარაუდევი.
წვიმას ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +21 გრადუსი, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.
სიღნაღშიც წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, დღისით 20 გრადუსი იქნება, ღამით 11 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავშიც ნალექიანი დღეა. დღისით +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისშიც წვიმას ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +10 გრადუსი იქნება.