დიდმა ბრიტანეთმა უკრაინაში ჯარისკაცების გაგზავნაზე, რომლებიც ცეცხლის პოტენციური შეწყვეტის რეჟიმს გააკონტროლებდნენ, შესაძლოა, უარი თქვას. ინფორმაციას The Times-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ასეთი გადაწყვეტილება ლონდონმა მაღალი რისკის გამო მიიღო. თავდაპირველად დიდი ბრიტანეთი უკრაინის საკვანძო ქალაქებში ათასამდე ჯარისკაცის განთავსებას გეგმავდა.
ჯარისკაცების განთავსების ნაცვლად, როგორც The Times-ი იუწყება, ლონდონი და პარიზი ერთობლივად ჰაერიდან და ზღვიდან უკრაინის დაცვას უზრუნველყოფენ. აგრეთვე ისინი კიევს იარაღს მიაწვდიან. გარდა ამისა, მათ დასავლეთ უკრაინაში სამხედრო ინსტრუქტორების გაგზავნა შეეძლებათ, რათა უკრაინელი ჯარისკაცები გაწვრთნან.
„რისკები ძალიან მაღალია, ხოლო ასეთი ამოცანის შესასრულებლად ძალები საკმარისი არ არის. ბრიტანეთი ყოველთვის ამ ვარიანტს ემხრობოდა, ხოლო საფრანგეთს „ძალისმიერი“ მიდგომა სურდა“, – განუცხადა გამოცემას ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა.