ვის უნდა დავუპირისპირდე? მსგავსი არაფერი განიხილება, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის შეკითხვას: მოსალოდნელია თუ არა, რომ ის პოლიტიკაში ოპოზიციური პარტიით დაბრუნდეს.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ეს არის ცალკეული ადამიანების მიერ გავრცელებული ცრუ ინფორმაცია.
„ეს არის აბსოლუტურად წმინდა წყლის სპეკულაციები და ცალკეული ადამიანების მიერ გავრცელებული მიზანმიმართული დეზინფორმაციები, რომელსაც არაფერი აქვს საერთო სიმართლესთან“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
კომენტარები