რა მინდა სხვაგან, რატომ უნდა წავიდე, – ამგვარად უპასუხა პარტია „ქართული ოცნების“ ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის კითხვას, რჩება თუ არა იგი საქართველოში.
„რა თქმა უნდა, საქართველოში ვრჩები. მე ეს ქვეყანა ყველაზე მეტად მიყვარს, არც ერთ ქვეყანაში ცხოვრებას არ განვიხილავ. ღმერთმა დამიფაროს, რომ სხვა ქვეყანაში ცხოვრება ვიფიქრო. ეს ჩვენი ქვეყანაა, მეგობრებო. ეს არის ჩვენი სამშობლო და ჩვენ ყველამ ჩვენი პოზიციიდან უნდა ვიფიქროთ ჩვენი ქვეყნის გაძლიერებაზე და დაცვაზე. რა მნიშვნელობა აქვს, ვინ სად და რომელ თანამდებობაზე იქნება. როგორც ერთ-ერთი პატრიოტი, რა თქმა უნდა, მე ყოველთვის ვიოცნებებ, ვიშრომებ, ჩემს პატარა წვლილს შევიტან ჩვენი ქვეყნის გასაძლიერებლად”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა.