საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი დღეს რომის პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება. პრეზიდენტის თვითმფრინავი „ჩამპინოს“ სამხედრო აეროპორტში გუშინ საღამოს დაეშვა, სადაც პრეზიდენტის დახვედრის ცერემონია გაიმართა.
საქართველოს პრეზიდენტთან ერთად, დელეგაციაში იმყოფებიან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ქეთევან კვინიკაძე, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მმართველი, საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობების განყოფილების თავმჯდომარე, მიტროპოლიტი გერასიმე და თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვრის მოადგილე, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე.
რომის პაპ ფრანცისკეს დღეს რომის სანტა-მარია-მაჯორეს ბაზილიკაში დაკრძალავენ.
კომენტარები