თავად მოჰყვებიან რა უბედურებები გადახდათ თავს მაშინდელი რეჟიმის დროს, – განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომასთან დაკავშირებით „ფოტოგრაფების საქმის“ განხილვასთან დაკავშირებით.
„[კომისიაზე] იქნება განხილული ე.წ. ფოტოგრაფების საქმე. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ფოტოგრაფებს, რომლებიც იღებდნენ ფოტოებს და უნდოდათ შემდგომში საზოგადოებისთვის მიეწოდებინათ ის მასალები, თუ როგორ ხდებოდა მათ შორის ადამიანების დარბევა აქციაზე, იქვე გაუსწორდნენ, დაუმტვრიეს აპარატურა. დანარჩენს თავად მოჰყვებიან რა უბედურებები გადახდათ თავს მაშინდელი რეჟიმის დროს“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.
კომენტარები