არ ვიცი რომელ სახალხო დღესასწაულზე ვლაპარაკობთ, რადგან რატომღაც არ შემიმჩნევია, რომ რაღაც სახალხო დღესასწაული გვქონდეს ჩვენ მოწყობილი და მით უმეტეს სალომე ზურაბიშვილმა რომ მოაწყოს სახალხო დღესასწაული თუ წაართვას მე ამის საერთოდ არ მჯერა.
მგონია, რომ ჩვენ ახლა არ ვართ იმ მდგომარეობაში, სახალხო დღესასწაულებს ვაწყობდეთ, ბევრად უფრო რთულ და გამოწვევებით სავსე პერიოდში ვართ და ნაკლები ადამიანი მეგულება, ვისაც ზოგადად ეზეიმება, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას რაც შეეხება, ეს კიდევ ერთხელ ემსახურება ოპოზიციის და მათი ამომრჩევლის გატროლვას, – ამის შესახებ „გირჩის“წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილს ბევრი ინიციატივები გააჩნდა აქამდე, მაგრამ არცერთი არ დამთავრებულა წარმატებით იმ ხალხისთვის, ვისაც ხელისუფლების ცვლილება უნდა.
„მგონია, რომ ქალბატონი სალომე გავიდა პენსიაზე და უბრალოდ ერთობა როგორც შეუძლია, ამას დავარქმევდი მის ამ ინიციატივას“, – განაცხადა ხვიჩიამ.