თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება დაწყებული გვაქვს. ჩვენთვის ეს არჩევნები მნიშვნელოვანია, – განაცხადა თბილისის მერმა, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ყველა მუნიციპალიტეტში, როგორც მერების არჩევნებში, ასევე საკრებულოს დონეზე „ქართული ოცნება“ წარმატებას მიაღწევს.
„გვინდა, ყველა მუნიციპალიტეტში როგორც მერების სახით, ასევე საკრებულოებში წარმოდგენილი იყოს ღირსეული კანდიდატები ჩვენი გუნდის გუნდის სახით. უამრავი პრობლემაა დედაქალაქსა თუ რეგიონებში და გვინდა, საზოგადოებას ვაჩვენოთ ჩვენი ხედვა, თუ რას ვაპირებთ, როგორია ჩვენი დამოკიდებულება და როგორ ვუპასუხებთ იმ გამოწვევებს, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კონკრეტული რაიონისა და სოფლისთვის.
მე ერთ რამეში ვარ დარწმუნებული, – ყველა მუნიციპალიტეტში, როგორც მერების არჩევნებში ასევე საკრებულოს დონეზე „ქართული ოცნება“ წარმატებას მიაღწევს, რადგან დღეს ქვეყანაში ერთადერთი პატრიოტი ძალა, ვინც ემსახურება ქართველ ხალხს და ატარებს ქართველი ხალხის ინტერესს ეს არის „ქართული ოცნება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.