ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი გვაქვს დაგეგმილი, რაც ქალაქისთვის საჭიროა, ეტაპობრივად მივაწვდით საზოგადოებას ინფორმაციას ყველა პროექტზე, რომელსაც დავიწყებთ, – განაცხადა თბილისის მერმა, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.
„ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი გვაქვს დაგეგმილი, რაც ქალაქისთვის საჭიროა. ბაგებში გვინდა დავიწყოთ სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიის გზის გაფართოება. გადმოსასვლელი ხიდიდან ქუჩის და გვირაბის სამუშაოები მალე დასრულდება, სადაც ბაგებიდან უკვე პირდაპირ ქავთარაძეზე იქნება მოხვედრა შესაძლებელი.
სამგორის რაიონში გვაქვს ორი ძალიან დიდი პროექტი საგზაო ინფრასტრუქტურის. ასევე დაგეგმილი გვაქვს წერეთლის და ჩოლოყაშვილის ქუჩების სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები თავისი მიწისქვეშა კომუნიკაციებით. გვაქვს ახალი პარკების სამშენებლო სამუშაოების დაწყება დაგეგმილი. საკმაოდ მასშტაბური პროექტები გვაქვს დაგეგმილი, არ მინდა ახლა ყველაფრის თქმა. ეტაპობრივად მივაწვდით საზოგადოებას ინფორმაციას ყველა პროექტზე, რომელსაც დავიწყებთ“, – აღნიშნა კალაძემ.