ევროპარლამენტარმა ვირჟინი ჟორონიმევროკავშირში მოქმედი „ციფრული სერვისების შესახებ კანონი“ „ქრონიკასთან“ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ევროკომისია ამ რეგულაციას სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ იყენებს.
„მათ სურთ, რომ უფრო მეტ პლატფორმაზე ჰქონდეთ კონტროლი. პრობლემა იმაშია, რომ ისინი დეზინფორმაციაზე საუბრობენ ისე, რომ არ განმარტავენ რა იგულისხმება დეზინფორმაციასა თუ ინფორმაციაში. ამას აკეთებენ, რომ გააკონტროლონ ხალხი, პოლიტიკური ჯგუფები, არჩევნები თუ არჩევნების შედეგები, როგორც ეს ვიხილეთ წინა თვეებში რუმინეთში. ისინი ამბობენ, რომ ეს არის ევროკავშირის რეგულაცია – ციფრული სერვისების აქტი და მას უნდა დაემორჩილოს „მეტა“, „ექსი“, „ინსტაგრამი“, „ტელეგრამი“. ევროკავშირის ღირებულება არის სიტყვის გამოხატვის თავისუფლების დაცვა, ხმის მიცემის თავისუფლება და ევროკომისია კი ამ რეგულაციას სწირედ სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ იყენებს .
ეს ჩვენ ვნახეთ რუმინეთის არჩევნებში, სადაც „ტიკტოკი“ გამოიყენეს პირველი ტური შედეგების გაუქმების მიზეზად. ეს კი ჩვენს ღირებულებებს ეწინააღმდეგება. ეს კონფერენცია სწორედ იმ მიზნით მოვაწყვეთ, რომ ამ საკითხზე ვისაუბროთ და გავაცნობიეროთ რაში იყენებს ევროკომისია ამ რეგულაციას. თუკი აქამდე მას ციფრული სერვისების აქტი ეწოდებოდა, ახლა რეალურად ეს ციფრული თვალთვალის აქტია.
საბოლოო ჯამში ეს ემსახურება ცენზურას, ხალხოს დაბლოკვას, პოლიტიკური ჯგუფების და პირების დაბლოკვას . აქ არიან დეპუტატები ვისაც უშუალოდ პლატფორმებისდაბლოკვაც სურთ, როგორიცაა „ტელეგრამი“ და „ექსი““, – აღნიშნა ევროპარლამენტარმა.
„ციფრული სერვისების შესახებ კანონი“ ევროკავშირში 2024 წლის 17 თებერვალს ამოქმედდა. კანონი სოციალურ ქსელებს ავალდებულებს გაატარონ ზომები არალეგალური კონტენტისა და მომსახურებისგან მომხმარებლების დაცვის მიზნით. სოციალურ ქსელებში განთავსებული პოსტები, რომლებიც სიძულვილს და დეზინფორმაციას ავრცელებენ, დაუყოვნებლივ უნდა წაიშალოს. აღნიშნული კანონი განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს ისეთ მსხვილ ონლაინ პლატფორმებს, როგორიცაა Facebook, Amazon და Google.