თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, უკრაინაში ომის დასრულებისთვის ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინის პირისპირი შეხვედრა აუცილებელია. ინფორმაციას თურქეთის ლიდერის ადმინისტრაცია ერდოღანისა და ზელენსკის სატელეფონო საუბრის დასრულების შემდეგ ავრცელებს.
ერდოღანი მიიჩნევს, რომ მას შემდეგ, რაც სტამბოლში 2 ივნისს უკრაინის და რუსეთის დელეგაციები შეხვედრას გამართავენ, მოლაპარაკებების მაგიდას ზელენსკი და პუტინი უნდა მიუსხდნენ.
გარდა ამისა, როგორც ერდოღანმა ზელენსკი განუცხადა, თუ მხარეები 2 ივნისს გასამართ შეხვედრაზე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწევენ, ეს სამშვიდობო პროცესის მნიშვნელოვანი ეტაპი იქნება.
ერდოღანი დარწმუნებულია, რომ ორივე ქვეყნის დელეგაციების მონაწილეობა მოლაპარაკებებში დადებითი დინამიკის განვითარებას უწყობს ხელს.
„ერდოღანი დარწმუნებულია, რომ დელეგაციების დონეზე გამართულ მოლაპარაკებებს ქვეყნების ლიდერების პირდაპირი დიალოგი უნდა მოჰყვეს – და ეს ნაბიჯი დაუყოვნებლივ უნდა გადაიდგას“, – წერს ერდოღანის ადმინისტრაცია.