საქალაქო სასამართლოში თაღლითობის ბრალდებით დაკავებული „ნაცმოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრის ლაშა ცანავას პროცესი მიმდინარეობს.
პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვს, დაცვის მხარე კი გირაოს შეფარდება.
ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს.
ცნობისთვის, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა თაღლითობის ბრალდებით „ნაცმოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი დააკავეს.
სუს-ის ინფორმაციით, საქმე ეხება თაღლითობას, კერძოდ, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოპოვების უზრუნველყოფის სანაცვლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქის ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტს.
დაკავებული ლაშა ცანავა „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი დამფინანსებელია და ლევან ხაბეიშვილის თავმჯდომარეობის დროს, მისი თანაშემწეც იყო.
კომენტარები