გავრცელებული ინფორმაციით, შიდა ქართლის რეგიონში მომხდარი სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. მომხდარის გადასამოწმებლად „იმედინიუსი“ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში ერთი ადამიანის გარდაცვალების ფაქტი დაადასტურეს.
„ერთი ადამიანის გარდაცვალების ფაქტს გიდასტურებთ. მიმდინარეობს საპოლიციო ღონისძიება და დამატებით დეტალებს მოგვიანებით გავავრცელებთ“, – განუცხადეს „იმედინიუსს“ შსს-ს პრესსამსახურში.
კომენტარები