ზაპოროჟიეს ოლქის ოკუპირებულ ნაწილში უკრაინის არმიამ რუსეთის სამხედრო-ლოგისტიკური დანიშნულების სარკინიგზო ეშელონი უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით გაანადგურა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, განადგურებულია მატარებელი, რომლითაც ოკუპანტს ზაპოროჟიეში სამხედრო დანაყოფებისთვის ნავთობი გადაჰქონდა.
აგრეთვე დაზიანებულია რკინიგზა, რითაც უკრაინელებმა რუს სამხედროებს მომარაგების ერთ-ერთი გზა გადაუკეტეს.
კომენტარები