აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ საფრანგეთს, გერმანიასა და დიდ ბრიტანეთს უკრაინაში ჯარების განლაგება სურთ.
ამასთან ერთად, მისი აზრით, ევროპული ქვეყნების მიერ უკრაინაში ჯარის განლაგებასთან დაკავშირებით რუსეთს პრობლემა არ უნდა ჰქონდეს.
„გვყავს ევროპული ქვეყნები. ისინი წინა პლანზე გამოვლენ. მათ შორისაა საფრანგეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი. მათ საკუთარი ჯარების განლაგება სურთ [უკრაინაში], არ მგონია, რომ ეს პრობლემა იყოს [რუსეთისთვის], სიმართლე რომ გითხრათ“, – თქვა ტრამპმა.
კომენტარები