აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Fox News-თან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინა ნატოში არ გაწევრიანდება.
„ისინი ნატოს ნაწილი არ იქნებიან, მაგრამ ჩვენ გვყავს ევროპული ქვეყნები, რომლებიც ფრონტზე განლაგდებიან და ზოგიერთ მათგანს – საფრანგეთს, გერმანიას, გაერთიანებულ სამეფოს – იქ ჯარისკაცების გაგზავნა სურთ. გულწრფელად რომ გითხრათ, არ მგონია, რომ ეს პრობლემა იყოს“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
კომენტარები