აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფილიპინების პრეზიდენტ როდრიგო დუტერტესთან სატელეფონო საუბრის დროს ჩრდილოეთ კორეის ლიდერს კიმ ჩენ ინს „შეშლილი უწოდა, რომელსაც ბირთული იარაღი აქვს“, – ამის შესახებ The Washington Post ფილიპინების მთავრობის მიერ საუბრის გაშიფრულ ტექსტზე დაყრდნობით წერს, რომელიც გამოცემას ჩაუვარდა ხელში.
გაზეთის ცნობით, ეს სატელეფონო საუბარი 29 აპრილს გაიმართა და მისი მთავარი თემა ჩრდილოეთ კორეის საკითხი იყო. ტრამპმა კმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ ფხენიანის ბოლო სარაკეტო გამოცდა წარუმატებელი გამოდგა.
„ჩვენ არ უნდა მივცეთ ბირთვული ბომბით შეიარაღებულ გიჟს უფლება, თავისუფალი იყოს. ჩვენ მასზე ბევრად მეტი შეიარაღება გვაქვს, მაგრამ არ გვინდა ამის გამოყენება“, – განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ამ პრობლემას ჩინეთი მოაგვარებს.
„თუკი ჩინეთი ამას არ გააკეთებს, ჩვენ გავაკეთებთ“, – დასძინა ტრამპმა.