დონალდ ტრამპთან ერთად იტალიის დედაქალაქ რომში მყოფ აშშ-ის პრეზიდენტის შვილსა და მრჩეველ ივანკა ტრამპს რომის ლაციოს ლეგენდარული ფეხბურთელი ჯორჯო კინალია წმინდანში აერია.
როგორც რესტორანი Le cave di Sant’Ignazio-ს მფლობელმა Huffington Post Italia-სთან აღნიშნა, მის რესტორანში ძალიან ბევრი სურათია, მათ შორის რელიგიური ხასიათისაც, ივანკა ტრამპი კი ჯორჯო კინალიას ფოტოსთან შეჩერდა, რომელზეც ფეხბურთელი უბრალოდ ცას უყურებს და იკითხა “ეს რომელი წმინდანია?”
კომენტარები