ბრიუსელში დღეს სახელმწიფო მეთაურების დონეზე ნატოს სამიტი გაიხსნა. მსოფლიოში არსებული სიტუაციის გამო ტერორიზმთან ბრძოლა დღევანდელი შეხვედრის მთავარი საკითხია.
“დღეს შევთანხმდებით სამოქმედო გეგმაზე. როგორ გავაგრძელოთ ნატოს ძალისხმევა ტერორიზმთან ბრძოლაში. ეს გეგმა ბევრ ელემენტს მოიცავს და ერთ ერთი ISIS-ის წინააღმდეგ გლობალურ კოალიციასთან ნატოს მიერთებაა. ეს არის ტერორიზმთან საბრძოლველად ერთიანობის ძლიერი პოლიტიკური გზავნილი. ნატოს ჩართვა ასევე უზრუნველყოფს უკეთეს პლატფორმას ალიანსსა და კოალიციის დანარჩენ წევრებს შორის კოორდინაციისთვის. რაც შეეხება რუსეთს, ის ყოველთვის დგას ნატოს დღის წესრიგში და დღესაც განვიხილავთ რუსეთის თემას. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მეტ ინვესტიციას ვდებთ კოლექტიურ თავდაცვაში და ვზრდით კონტიგენტს აღმოსავლეთით, არის პასუხი რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე, რასაც უკრაინაში ვნახეთ”, – განაცხადა იენს სტოლტენბერგი.