ისტორიაში პირველად ქართველმა ავტომრბოლელმა სანდრო თავართქილაძემ „NASCAR“-ის ევროპის სერიების ფარგლებში ჩეხეთში ჩატარებულ ეტაპზე მესამე ადგილი დაიკავა.
„EuroNASCAR“-ის ასპარეზობებში ქართველი მრბოლელები საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით მონაწილეობენ.
სამინისტროს ინფორმაციით, „ევრონასკარის“ ფარგლებში სულ შვიდი ეტაპი იმართება. ქართველმა მრბოლელებმა „NASCAR“-ის ევროპის სერიებში ასპარეზობის უფლება მას შემდეგ მოიპოვეს, რაც იტალიაში კრემონას ავტოდრომზე 2025 წლის წინასასეზონო ტესტებზე პირველი და მეორე ადგილები დაიკავეს.
		კომენტარები
		
			    				    	
					
 
				