ISFED-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი გამოკითხვაზე ხვალ საქალაქო სასამართლოში მივა.
საქმე ეხება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისა და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიებას. ამ საქმეზე საგამოძიებო უწყებამ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელები პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარა.
კომენტარები