საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ,,ევრობასკეტზე“ კვიპროსი ანგარიშით 61:93 დაამარცხა. თამაში კვიპროსში, ქალაქ ლიმასოლში გაიმართა.
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ჯგუფიდან გასვლისთვის გადამწყვეტ მატჩში ბოსნიას დაუპირისპირდება.
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ,,ევრობასკეტზე“ ზედიზედ მეექვსედ ასპარეზობს.
,,ევრობასკეტ 2025“ 14 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
კომენტარები