ვიმედოვნებ, 27 ნოემბერს ჩვენი ახალი სპორტის სასახლე გადაივსება და ამ თამაშით დავემშვიდობები პირადად მე ჩვენს ქართველ გულშემატკივარს, – განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა გიორგი შერმადინმა.
მისივე თქმით, ნაკრებს 30 ნოემბერს დაემშვიდობება.
„გულის სიღრმეში მინდოდა, რომ ჩვენს ახალ სპორტის სასახლეში მეთამაშა, ჩვენს ქართველ გულშემატკივართან და ეს შანსიც არის. 27 ნოემბერს უკრაინის ეროვნულ ნაკრებს ვეთამაშებით. ვიმედოვნებ, 27 ნოემბერს ჩვენი ახალი სპორტის სასახლე გადაივსება და ამ თამაშით დავემშვიდობები პირადად მე ჩვენს ქართველ გულშემატკივარს. უკვე ნაკრებს დავემშვიდობები 30 ნოემბერს, როდესაც მე სადაც ვთამაშობ, ტენერიფეზე, იქ ვეთამაშებით ესპანეთს“, – აღნიშნა მან.
კომენტარები