უკრაინის პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო, ოდესის ოლქში სტუმრობის დროს, უახლესი უკრაინული რაკეტის გამოცდას დაესწრო. რაკეტის გაშვების ამსახველი ვიდეო პრეზიდენტმა Facebook-ზე გამოქვეყნა.
ვიდეოზე ჩანს, როგორ აკვირდება პოროშენკო საბრძოლო რაკეტის, “ოლხას” გაშვებას, რის შემდეგაც ამ ფაქტს ულოცავს მის შემქნელებს თავდაცვის მინიტრ სტენ პოლტორაკს და ნაციონალური უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივან ალექსანდრ ტურჩინოვს.
კომენტარები