ზურაბ ქადაგიძე მელიქიშვილზე განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
”რა უცნაურია არა?!
– იგინებიან, შტაბთან მიდიან და შეურაცხყოფას აყენებენ ადამიანებს, პროვოკაციებს აწყობენ და ბოლოს, მშვიდობიანი აქტივისტები ვართო…
– სხვის ქონებას აზიანებენ, დესტაბილიზაციას აწყობენ, ვანდალურ აქტებს ახორციელებენ და ბოლოს, უდანაშაულოები ვართო…
ყველა დამნაშავის იდენტიფიცირება მოხდება, დააკავებენ და სასამართლოზე “მამა აბრამის ბატკნებივით”, ზოგი მრავალშვილიანობას, ზოგი არასრულწლოვანებას და ზოგიც ბებიის ჭრელ ხალათს ამოეფარება ტირილით – რატომ გვაკავებთ და რატომ აღსრულდა მართლმსაჯულება ჩვენზეო?!
მოკლედ, რასაც დათესავთ იმას მოიმკით !
არ გინდოდათ მშვიდობა და მიიღებთ სამართალს!
ამ საზიზღრობით, რასაც თქვენ აკეთებთ რას მოიგებთ – არავის გაუყოთ !
@გამორჩეულებში დამატება”