საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაცემა „ინტერვიუმ“, სადაც ჟურნალისტ სალომე ასათიანს სტუმრად ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ჰყავდა, სოციალური ქსელების მომხმარებელთა ნაწილის კრიტიკა დაიმსახურა.
ფეისბუქმომხმარებლები ძირითადად ჟურნალისტის ქცევებმა გააღიზიანეს, რომელიც ექს პრემიერ-მინისტრს კითხვებზე პასუხის გაცემას არ აცდიდა.
ალექსანდრე გიორგაძე: ჩვენც დაგვტანჯა პირველ არხზე ამ წამყვანმა და თავისი თავიც, შეერჩიათ სხვა ჟურნალისტი, რომელიც მეტად ორგანიზებული იქნებოდა და ჩამოყალიბებული! ასე უჭირს ჟურნალისტიკას საქართველოში?
გიორგი ბალიაშვილი: არ მეგონა, საზოგადოებრივი მაუწყებელი ასეთ მოუმზადებელ ჟურნალისტს თუ დაახვედრებდა ივანიშვილს. ჩემ კითხვებს კი არა, სხვების კითხვებს ვსვამო, თვითონვე ამბობს.
დავით ახვლედიანი: ეს რა არის, რამ მიიყვანა ამ სალომესთან ჩვენს ქვეყანაში ჟურნალისტობა ენის სიგრძით ფასდება? ლაპარაკს არ აცდის, ეკითხება, პასუხს არ უსმენს და იგივე შეკითხვას სვამს…
გიორგი ვაჩნაძე: ბიძო მივიდა, აგერ ხალხის კითხვებს გავცემ პასუხსო, იმ თემაზე, რა გამოხმაურებაც მოჰყვა ჩემს წერილსო, გავშლი მთლიანად თემასო და ფაქტია, ჟურნალისტი ყველაფერს ეკითხება, გარდა მაგ წერილის შინაარსისა.
ბაჩო როსტომაშვილი: ბიძინა ივანიშვილია პირველ არხზე სტუმრად გადაცემაში. საკუთარ წერილში განხილულ თემებზე უნდა ესაუბრა და სალომე ასათიანი (გადაცემის წამყვანი) სხვადასხვა თემებზე ეუბნება, რატომ არ გაქვთ საუბარი წერილშიო. მგონი ამ ქალს, არც აქვს ის წერილი წაკითხული. ჯერ წაეკითხა, ცოტა მომზადებულიყო გადაცემისთვის, თვითონაც არ იცის რაზე ლაპარაკობს მგონი. ან, თვითონ თუ არ იცის, ლაპარაკი მაინც აცადოს.
რეზო ოქროპირიძე: რატომ ჰგონიათ ჟურნალისტებს, რომ რესპონდენტისთვის სიტყვის დამთავრებაში ხელის შეშლა პროფესიონალიზმია?
ვალია ვალენტინა ვარდანაშვილი: ვაიმე,ვაიმეე… კაცი უზის წინ, რესპონდენტი და ეს გოგო იქექება ფურცლებში. არც აქვს წაკითხული ინტერვიუ. ძალიან დამწყდა გული ამ გოგოზე.
ბლოგერი დემნა: მაგარი მოუმზადებელი ჩანს სალომე ასათიანი, საერთოდ არ აცდის ლაპარაკს. ეს ჰგონია ჟურნალისტობა. მაგარი შეუსრულა ბიძინამ! საწყალი სალომე ასათიანი.
ლიზა ამაღლობელი: აუ რა არის ეს, სირცხვილია ასეთი გადაცემა. კრიტიკული კითხვა ერთია, მაგრამ ლაპარაკი არ აცადო, ეს რა არი? თან მოუმზადებელია როგორი ეს სალომე, ბიძინამაც ეგ უთხრა. წერილი წაიკითხა საერთოდ? ხალხი იმ თემებს ელოდა.
ლექსო ლეკიაშვილი: პასუხიც აცადე, კითხვას რო უსვამ. აცადე, იქნება, რას ამბობს. ვაჰ. დამაწყდა ნერვი.
თიკო თვალაძე: კლასიკური მაგალითი, როგორ ხვდება ჟურნალისტი თავის გადაცემაში ბიძინა ივანიშვილს ყოვლად მოუმზადებელი. უყურეთ რა, პირველ არხზე სალომე ასათიანის ინტერვიუს ბიძინე ივანიშვილთან. და, ამათ ვაფინანსებთ ჩვენ!