სუს-ის ინფორმაციით, დაკავებულია “კოალიცია ცვლილებებისთვის” წევრი, მურთაზ ზოდელავა.
მანამდე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი დააკავა. დაკავების მიზეზი ოფიციალურად ცნობილი ჯერ არ არის.
“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ტელეკომპანია ფორმულას ეზოში აიყვანეს. გავრცელებულ კადრებში ჩანს რომ მასთან სამართალდამცველები მივიდნენ და ბრალის დადგენილება გააცნეს, რის შემდეგაც სუს-ის შენობაში გადაიყვანეს.
კომენტარები