ჯუანშერ ბურჭულაძეს ბრალს დღეს ოფიციალურად წარუდგენენ. თავდაცვის ყოფილ მინისტრს 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება. სუსის ცნობით მან სახელმწიფოს ერთი მილიონ სამასი ათას ლარზე მეტი ზიანი მიაყენა.
საქმეზე კეთდება განცხადებები მმართველ გუნდში, სადაც ამბობენ, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირებიც, ისევე როგორც ნებისმიერი ადამიანი, ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხს კანონის წინაშე უნდა აგებდნენ.
კომენტარები