რადიკალური ოპოზიციის აქტივისტი, ანანო ცინცაბაძე 2024 წლიდან არის ორგანიზაციის „სოლიდარობის ფონდი PL საქართველოში“ წევრი. ეს არის ვარშავაში დაფუძნებული პოლონეთის სახაზინო ფონდის ფილიალი. უჩვეულო იურიდიული სტატუსი (“სახაზინო ფონდი”) ფონდს აძლევს საშუალებას, იყოს მოქნილი და მომგებიანი, რაც განვითარების სამთავრობო სააგენტოებს ხშირად არ აქვთ; ორგანიზაციას აქვს სტაბილური დაფინანსება პოლონეთის სახელმწიფოს მიერ წლიური შემოწირულობების სახით, რაც არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჩვეულებისამებრ, არ გააჩნიათ.
ორგანიზაცია “სოლიდარობის ფონდი PL საქართველოში” შეიქმნა 2019 წლის 19 აპრილს პოლიტიკური გადაწყვეტილების შედეგად, რომელიც მიღებულია პოლონეთში 2018 წელს, ფონდის წარმომადგენლობითი ქსელის განვითარების მიზნით, რათა პოლონეთის განვითარების დახმარება ყოფილიყო უფრო თვალსაჩინო.
გარდა ამისა, ანანო ცინცაბაძე 2015-2024წ.წ. თანამშრომლობდა „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდთან“, რისთვისაც ის იღებდა ხელფასს.
რადიკალი აქტივისტი აქტიურად მონაწილეობს ევროკავშირის ეგიდით გამართულ სხვადასხვა ღონისძიებაში, რასაც სოციალურ ქსელებში მისივე გაზიარებული პოსტები ადასტურებს.
ამასთან, ანანო ცინცაბაძე სოციალურ ქსელებში გამოირჩევა ზიზღისა და სიძულვილის შემცველი სტატუსებით.