„ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, მურთაზ ზოდელავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უზრუნველყოფით 25 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. მურთაზ ზოდელავას ერთ-ერთ პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანენ და მას გირაოს გადახდის შემდეგ დატოვებს.
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს კი აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ცოტა ხნის წინ მიიღო.
კომენტარები