სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
თბილისის საპატიო მოქალაქეებს წელს შეემატნენ: ზურაბ თურმანიძე – ექიმი; თინათინ მღვდლიაშვილი – პოეტი, მხატვარი; ჯენარო ქრისტესაშვილი – ექიმი-რეპროდუქტოლოგი; ნოდარ ჩხარტიშვილი – ბიოლოგი; ბაკურ კიღურაძე – არქიტექტორი; ოთარ გაბელაშვილი – ინჟინერი; გივი ჭიჭინაძე – ინჟინერი, მომღერალი, პოლიტიკოსი; თენგიზ გუგეშაშვილი – ქირურგი; გოგა პიპინაშვილი – თეატრისა და კინოს მსახიობი; თომზირ ცომაია – სპორტსმენი; თინა მგალობლიშვილი – დიქტორი, მსახიობი; დავით ევგენიძე – კომპოზიტორი, პიანისტი; ზურაბ აბაშიძე – დიპლომატი, მეცნიერი, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი; არჩილ გოგელია – მოფარიკავე, ჟურნალისტი, სპორტსმენი, პოლიტიკოსი; თეიმურაზ ჩიგოგიძე – ექიმი-უროლოგი; ვლადიმერ (ვახტანგ) ვეფხვაძე – გამომცემელი, მეცენატი; გიორგი ბურჯანაძე – ქართული თეატრისა და კინოს მსახიობი; ლაუზ (რეზო) ჭანიშვილი – ქორეოგრაფი-ქორეოლოგი, მოცეკვავე; ნუგზარ კვაშალი – მომღერალი, საქართველოს დამსახურებული არტისტი; რომან (რომა) რცხილაძე – მუსიკოსი, კომპოზიტორი, მომღერალი; თინათინ ბუკია – ექიმი, პედაგოგი; ნოდარ მითაგვარია – ბიოლოგი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი; ნანული აბესაძე – მომღერალი, საქართველოს დამსახურებული არტისტი; მანანა თოდაძე – მომღერალი, მსახიობი; ნანული სარაჯიშვილი – კინოსა და თეატრის მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი; ლეილა მუმლაძე – მუსიკოსი, პედაგოგი; თამაზ მოლაშვილი – მუსიკოსი; ნიკოლოზ შენგელაია – მხატვარი; მალხაზ დოლიძე – პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარე, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი; ჯიმი ყიფიანი – იურისტი.
დაჯილდოების ცერემონიალს ესწრებოდნენ დედაქალაქის მერი კახა კალაძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე და მმართველი პარტიის ლიდერები.
კახა კალაძემ დაჯილდოებულ პირებს, საპატიო თბილისელის წოდების აღმნიშვნელ სიგელთან ერთად, დედაქალაქის სიმბოლური გასაღებიც გადასცა.