თამაზ ჩიხლაძე ჟურნალისტ ნინო ბურჭულაძეს დმანისის საპატიო მოქალაქედ არჩევას ულოცავს.
”ვულოცავთ ჩემს და ჩვენი ოჯახის მეგობარს ნინოს ამ ღირსშენანიშნავ და დამსახურებულ ჯილდოს, მისი საზოგადოებრივი და სამოქალაქო აქტივობები არის გასაოცრად პროდუქტიული, იქნება ეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვა-აღდგენა თუ მოსახლეობის ჯანმრთელობის სადარაჯოზე ყოფნა და საფრთხეების აცილება, ამ თვალსაზრისით იგი განსაკუთრებული ნიჭიერებით გამოირჩევა. ნინო ბურჭულაძე აგრეთვე ცნობილია საზოგადოებისთვის თავისი ჟურნალისტური და ექსპერტული საქმიანობით რეგიონალური გეოპოლიტიკის, სახელმწიფო უსაფრთხოების, ნარკოტრაფიკების საკითხებზე, ნახეთ რა მრავალმხრივ დაჯილდოებული ადამიანია. ვუსურვოთ მას შემდგომი წარმატებები ქვეყნის სასიკეთოდ.
Nino Burchuladze”
საინფორმაციო სააგენტო “ექსკლუზივ ნიუსი” ჩვენს კოლეგას ულოცავს დმანისის საპატიო მოქალაქედ არჩევას.