ქალებსა და ბავშვებს, რომლებიც მოსულის დატოვებას ჰუმანიტარული დერეფნით აპირებდნენ, ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა ცეცხლი გაუხსნეს.
ერაყის პოლიციის ცნობით, მშვიდობიან მოქალაქეებს ხელში თეთრი დროშები ეჭირათ, მათ კი ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა ცეცხლი გაუხსნეს. ფაქტის ამსახველი კადრები Youtube-ზე გავრცელდა.
ერთ-ერთ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ მოხვდა ტყვია ასაკოვან ქალს და წაიქცა. მის გადასარჩენად კი ერაყელი ჯარისკაცი გაემართა.
მოსული ერაყის უდიდესი ქალაქია, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“ არაოფიციალური დედაქალაქი იყო. ერაყის არმიის შტურმი, რომელსაც ამჟამად ქალაქის აღმოსავლეთი უკავია, 2016 წლის ოქტომბერში დაიწყო. დაზვერვის ინფორმაციით, რამდენიმე ათასი ექსტრემისტი მოსულის დასავლეთ რეგიონში ისევ იმყოფება.
კომენტარები