უკრაინელმა სამართალდამცველებმა დღეს დილით, დეპორტაციის მიზნით ქართველი მოხალისე, ვანო ნადირაძე დააკავეს, რომელსაც უკრაინის სახალხო გმირის წოდება აქვს. ამის შესახებ ცნობას Facebook-ის გვერდზე უკრაინელი მოხალისე ევგენი შევჩენკო აქვეყნებს.
მისი თქმით, ვანო ნადირაძემ ყველა საჭირო დოკუმენტი ჩააბარა უკრაინაში დროებით ცხოვრების უფლების მოთხოვნით, მაგრამ ეს საკითხი ამ დრომდე არ გადაწყვეტილა.
“ახლა ვანო პოლიციის რაიონულ განყოფილებაშია… შევიკრიბოთ იქ და მოვითხოვოთ სამარცხვინო გადაწყვეტილების გაუქმება“, – წერს შევჩენკო.
კომენტარები