ფილიპინების დედაქალაქ მანილაში სასტუმრო კომპლექსს თავს ტერორისტული დაჯგუფებაა “ისლამური სახელმწიფო” დაესხა. რამდენიმე საათის წინ, კომპლექსს Resorts World Manila-დან სროლის ხმები გაისმა.
გაზეთი Malina Times-ის ცნობით დაშავებულია სულ მცირე 25 ადამიანი. ზოგიერთი შენობაში იმყოფება.
წინასწარი ინფორმაციით, რამდენიმე ნიღბიანი კაცი სასტუმროში შევარდა და დაიწყო მესამე სართულზე სროლა. ამის შემდეგ გაჩნდა ხანძარი.
პორტალი SITE-ის ცნობით, თავასხმაზე პასუხისმგელობა “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.
კომენტარები