გაეროს უშიშროების საბჭომ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა. უშიშროების საბჭომ აშშ-ის მიერ წარმოდგენილ რეზოლუციას ერთხმად დაუჭირა მხარი. დოკუმენტის თანახმად, დაზვერვის უფროსის, 13 ჩინოვნიკის და 4 ორგანიზაციის წინააღმდეგ სანქციების დაწესება იგეგმება.
გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციები ჩრდილოეთ კორეას ბალისტიკური რაკეტების ცდების ჩატარებას უკრძალავს. ფხენიანში ამ დოკუმენტებს არ აღიარებენ და აცხადებენ, რომ ქვეყანა საკუთარი სუვერენიტეტის დაცვაზე ზრუნავს.
29 მაისს ჩრდილოეთ კორეამ კიდევ ერთი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა.
კომენტარები