სულ მცირე 19 ადამიანი დაიღუპა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მომხდარი აფეთქების შედეგად. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, აფეთქება დაკრძალვის ცერემონიალის დროს მოხდა, სადაც აქტივისტები გუშინდელი აქციის დროს დაღუპულ ავღანელებს ასაფლავებდნენ.
სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
გუშინ, ანტი-სახელისუფლებლო აქციაზე სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა. დემონსტრანტები ხელისუფლებას ძალადობის წინააღმდეგ უსუსურობაში ადანაშაულებენ და მთავრობის დათხოვნას ითხოვენ. ხალხი 31 მაისს მომხდარი ტერაქტის ადგილას შეიკრიბა, სადაც დაახლოებით 90 ადამიანი დაიღუპა.
კომენტარები