„ისლამური სახელმწიფოს“ სულიერი მამა, ალ-ბინალი აშშ-ის ავიაიერიშების დროს დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო NBC ჯიჰადისტთა ვებგვერდებსა და „ისლამური სახელმწიფოს“ ფორუმებზე დაყრდნობით ავრცელებს.
32 წლის სულიერი ლიდერის, თურქი ალ-ბინალის, ლიკვიდაციას პენტაგონი ჯერ არ ადასტურებს.
„ისლამური სახელმწიფოს“ სულიერი მამა ალ-ბინალი წარმოშობით თურქია. მან დართო ნება ჯიჰადისტებს, რომ სექს-მონები ჰყოლოდათ. ალ-ბინალიმ ქადაგება ონლაინ სივრცეში დაიწყო, სადაც მიმდევრებს მოუწოდა, რომ მათ ქალებისა და ბავშვების მოკვლის უფლება არ ჰქონდათ, მაგრამ შეეძლოთ ისინი მონებად ჰყოლოდათ.
კომენტარები