თურქეთის ხელისუფლებამ 130 პირს მოქალაქეობა ჩამოართვა, მათ შორისაა ქურთი პოლიტიკოსები და ისლამის მქადაგებელი, მოძრაობა “ჰიზმეტის” ხელმძღვანელი ფეთჰულაჰ გიულენი, რომელიც ქვეყანაში ტერორისტად მიიჩნევა.
სიაში შედიან ადამიანები, რომლებიც, თურქეთის ხელისუფლების განმარტებით, 15- 16 ივლისს ღამით, ქვეყანაში სამხედრო გადატრიალების მოწყობას შეეცადნენ.
აპრილის დასასრულს, თურქეთის ხელისუფლებამ 9 000-ზე მეტი პოლიციელი ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციის საქმიანობის გამოძიების ფარგლებში სამსახურიდან გაათავისუფლა. მანამდე ცნობილი გახდა, რომ თურქეთის პოლიციამ გიულენთან კავშირის ბრალდებით ქვეყნის 81 პროვინციაში 803 ადამიანი დააკავა. სპეცოპერაციაში 8 000-ზე მეტი პოლიციელი მონაწილეობდა.
კომენტარები