3 ივნისს, ლონდონში მომხდარი ტერაქტის მსხვერპლის ცხედარი ლონდონში, მდინარეში იპოვეს. ამის შესახებ BBC ავრცელებს ინფორმაციას.
გამოცემის ცნობით, პოლიცია აქამდე ეძებდა საფრანგეთის მოქალაქეს, 45 წლის ხავიერ ტომას, რომელიც ტერაქტის დროს გაუჩინარდა.
3 ივნისს, საღამოს, ლონდონის ხიდთან, თვითმხილველების თქმით, სამი “სამხრეთული” გარეგნობის ადამიანი თეთრი ფერის მიკროავტობუსით ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა და დანებით თავს დაესხნენ გამვლელებს.
სამართალდამცველებმა სამივე ტერორისტი მოკლეს. მათი ვინაობა დადგენილია.
კომენტარები